არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვის პროცესი გრძელდება
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვის პროცესი გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გამოიკითხნენ საბა ბუაძე და თენგო თევზაძე, რომლებიც გაყალბების საკითხზე სატელევიზიო ეთერებიდან საუბრობენ, თუმცა როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. რაც შეეხება განცხადებებს იმის შესახებ, რომ გამოძიება მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლების გამოკითხვას აწარმოებს, პროკურორი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია, გამოკითხული არიან მათ შორის ცესკოს თანამშრომლებიც, მისივე თქმით, მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც.
