ევროპელი პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა საპროტესტო აქციაზე
მმართველი გუნდი საპროტესტო აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად, სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვად და ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, არაევროპულ დამოკიდებულებად აფასებს. განსხვავებული პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. ის რასაც მმართველი გუნდი არადიპლომატიურ გზავნილებს უწოდებს, ოპოზიციისთვის მეგობრული დამოკიდებულებაა. „ქართული ოცნებაში“ ამბობენ, რომ აქციაზე გასული პოლიტიკოსები საკუთარი ქვეყნების ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენენ და მხოლოდ პირადი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით მოქმედებენ.
