ლევან დავითაშვილი კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს
კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. მინისტერიალის ფორმატში გამართული შეხვედრა უკავშირდებოდა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორობას. ლევან დავითაშვილმა მინისტერიალზე შავი ზღვის კაბელის პროექტის პრეზენტაცია გამართა.