მასშტაბური საპროტესტო აქცია სერბეთის დედაქალაქში
მასშტაბური საპროტესტო აქცია სერბეთის დედაქალაქში. ბელგრადში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ასობით აქტივისტმა მთავრობას რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში მომხდარ ინციდენტში პასუხისმგებელი პირების დაკავება მოითხოვა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სერბეთში არსებული კორუფციის გამო ტრაგედიაში პასუხისმგებელი პირები ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ. სერბეთის ქალაქ ნოვი სადში პირველ ნოემბერს, რკინიგზის სადგურზე სახურავი ჩამოვარდა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
