ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიზნის მიღწევამდე ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა და პაუზა არ იქნება
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიზნის მიღწევამდე ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა და პაუზა არ იქნება. მისი თქმით, ლიბანის სხვადასხვა ნაწილში ცახალის შეტევები მოძრაობა ჰეზბოლას შესაძლებლობების შესუსტებისა და საბოლოო გამარჯვების მიღწევამდე გაგრძელდება. ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო შეტევების გამო ბოლო ერთი წელია ისრაელის ჩრდილოეთში დასახლებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაცლილია. ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმა დღესაც მოხდა. ისრაელის ჩრდილოეთში ნეშერში დრონი საბავშვო ბაღის ეზოში ჩავარდა. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
