ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოს განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, უკრაინის ომთან მიმართებით უფრო ხისტ პოზიციას დაიკავებს, ვიდრე მას წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდა. პომპეოს თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ვლადიმერ პუტინს უფლებას არ მისცემს უკრაინას გადაუაროს. ყოფილი სახელმწიფო მდივნის განცხადებით, დონალდ ტრამპს გუნდის წევრები განუმარტავენ, რომ უკრაინის ფინანსური დახმარების შეწყვეტა ქვეყანას რთულ ვითარებას შეუქმნის. დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მაიკ პომპეოსთვის თანამდებობის შეთავაზებას არ აპირებს.
