უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო ოპერაციამ ოკუპანტს ფრონტის ხაზზე სამხედრო ძალის გაგზავნაში ხელი შეუშალა
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო ოპერაციამ ოკუპანტს ფრონტის ხაზზე სამხედრო ძალის გაგზავნაში ხელი შეუშალა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კურსკში მიმდინარე ბრძოლით უკრაინელები რუსეთის არმიის 50-ი ათასს ჯარისკაცს აკავებენ და მოსკოვი მათ უკრაინაში თავდასხმებისთვის ვერ გზავნის. თუმცა ზელენკიმ აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე კურახოვოს მიმართულებით მძიმე ვითარებაა შექმნილი.
