უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები კიევის ოლქში ოკუპანტის დრონების თავდასხმას იგერიებენ. რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ადგილზე სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში 5 სართულიანი სახლის ნანგრევებში ოთხ გარდაცვლილს მიაკვლიეს, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
