რუსთავის თეატრში კომედიის მე-10 თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა
რუსთავის თეატრში კომედიის მე-10 თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი ღონისძიებას 24 ნოემბრამდე უმასპინძლებს. საფესტივალო რეპერტუარი მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლებს აერთიანებს. ფესტივალის საზეიმო გახსნას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად დაესწრო. ფესტივალის გახსნაში მონაწილეობდნენ თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები. გასული წლების მსგავსად, წელსაც ჩატარდება კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, აღსანიშნავია, რომ წელს დაწესდა მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია, რომელიც საუკეთესო მსახიობს გადაეცემა.
