ქართველი სამბისტები მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში ექვსი მედლით დაბრუნდნენ
ქართველი სამბისტები მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში ექვსი მედლით დაბრუნდნენ. სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატს ყაზახეთმა უმასპინძლა. ჩემპიონობა იზეიმა ჯაბა თურქიამ რომელმაც ფინალში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი გახდა ვახტანგ ჩიდრაშვილი, ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს მიშიკო ნოზაძემ, დავით ლორიაშვილმა და გიორგი ქავთარაძემ . პარასამბოში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა რამინ ყიფშიძეც. წარმატების მისალოცად ქართველ სამბისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კერესელიძე დახვდნენ. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ოჯახის წევრები.
