სააგენტო როიტერი წერს, რომ უკრაინის მთავრობა, დამატებით საბრძოლო იარაღის მოპოვებასა და ბრძოლის ველზე პოზიციების დაკავებას ცდილობს
სააგენტო როიტერი, უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის მთავრობა, დამატებით საბრძოლო იარაღის მოპოვებასა და ბრძოლის ველზე პოზიციების დაკავებას ცდილობს, რათა თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, საკუთარი პოზიციები გააძლიეროს. როგორც როიტერი იუწყება, მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, რომ ომისთვის შემდეგი ოთხი-ხუთი თვე გადამწყვეტი იქნება.
