ფხენიანსა და რუსეთს შორის ერთობლივი თავდაცვის შესახებ გაფორმებული შეთანხმება რატიფიცირებულია
ფხენიანსა და რუსეთს შორის ერთობლივი თავდაცვის შესახებ გაფორმებული შეთანხმება რატიფიცირებულია. ცნობას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ორი ქვეყნის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, მხარეებს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ერთმანეთის დახმარების საშუალებას აძლევს. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე გაგზავნა ფხენიანმა რუსეთში ათასობით სამხედრო.
