ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუმისთის ხიდი გადაკეტეს, მოითხოვეს დაკავებული პირების გათავისუფლება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუმისთის ხიდი გადაკეტეს, მოითხოვეს დაკავებული პირების გათავისუფლება. გარდა ამისა, მოქალაქეები შეკრებილები იყვნენ ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხალხი ცდილობდა შენობაში შესვლას. მანამდე ტელეგრამ არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წევრი დააკავეს.
