იმერეთის მასშტაბით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 55-მდე სახლი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე 10 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს
იმერეთის მასშტაბით უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 55-მდე სახლი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე 10 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროგრამა 5 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს შეჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ოთხ ოჯახს სახლის გასაღები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა სამტრედიის გარდა, თერჯოლაში, წყალტუბოში, ბაღდათსა და ზესტაფონში ხორციელდება.
