აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. აღნიშნულია, რომ აუდიენციისას ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მყარ ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
