19-წლამდელთა ნაკრების შეკრება
13 ნოემბერს საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას დაიწყებს. ჩვენი ფეხბურთელების მეტოქეები ჯგუფში შვედეთი, ნორვეგია და ესტონეთი არიან. 19 წლამდელთა ნაკრებში გამოძახებულია „დინამო თბილისის“ 17 წლის ფეხბურთელი ვახტანგ სალია, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ნიუკასლ იუნაიტედთან “ კონტრაქტი გააფორმა და პრემიერლიგის კლუბს 2025 წლის ზაფხულიდან შეუერთდება. პირველ ტურში ქართველი ფეხბურთელები შვედეთის ასაკობრივ გუნდს შეხვდებიან და მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
