მზადება ხორვატებთან პლეიოფისთვის
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეიოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება. ორმატჩიანი დუელის გამარჯვებული კონტინენტის პირველობის საგზურს მოიპოვებს. პირველ შეხვედრას 15 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს, საპასუხო მატჩი კი 19 ნოემბერს რიეკაში გაიმართება. პარასკევს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. თამაში 19 საათზე დაიწყება.
