"მიმღერე" იმედზე
იმედზე „მიმღერე“ ბრუნდება. არხის ორიგინალური პროექტის მეოთხე სეზონი ჩვენს მაყურებელს დღეიდან, ყოველ ორშაბათს ელის. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ამღერებული ვარსკვლავები და ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი მომღერალი ოჯახები თქვენთან შესახვედრად ემზადებიან. შოუში ასევე გელით „მიმღერეს“ ახალი და ძველი სეზონების მონაწილეთა ერთობლივი მუსიკალური ნომრები. დღეიდან, ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე „იმედის“ მაყურებელს ქართული ნიჭისა და ტრადიციების მუსიკალური დღესასწაული ელის.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
