საკონსტიტუციო სარჩელი
პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლოა ეს ნაბიჯი მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადადგას. საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც, მთავრობის მეთაურის განმარტებით, დეპუტატების მცირე რაოდენობა სჭირდება.
