უცხოური ჩარევა - პასუხი დელეგაციას
ოპოზიციის პოლიტიკური სცენარის უცხოელი ავტორები და პოლიტიკური სცენის ნაცნობი აქტორები. თბილისში მყოფ ევროპელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელსაც საქართველოში არამეგობრული ვიზიტის გამო ერთ დროს სეიმისთვის განმარტების მიცემაც მოუხდა. მაგრამ ოპოზიციის სასარგებლოდ აქტიურობა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია. მიხაილ როთი, ბუნდესტაგის დეპუტატი, რომელმაც ქართველი საზოგადოების უმეტესობის აღშფოთება თუნდაც ეკლესიასთან მიმართებით საკუთარი პოზიციის გამო დაიმსახურა. ხელისუფლების კრიტიკის ფონზე შეხვედრები უკვე შედგა სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან. განსახილველ საკითხთა შორის საქართველოს სადამსჯელო მექანიზმებია, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. სტუმრების ქცევა არ შეცვლილა, სწორედ ეს დამოკიდებულება და განცხადებებია მმართველი გუნდისთვის მასპინძლობაზე უარის არგუმენტები.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
