ნიუ ჯერსიში ტყის მასშტაბურმა ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა
ნიუ ჯერსიში ტყის მასშტაბურმა ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა. მეხანძრეს სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ხე დაეცა. ტყის მასშტაბური ხანძარი ნიუ-იორკის შტატის საზღვრის გასწვრივ მძვინვარებს და უკვე 2 500 ჰექტარი მიწის მონაკვეთი გადაწვა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივი მოხალისეებიც არიან ჩართულნი.
