ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველად განაცხადა, რომ ლიბანსა და სირიაში პეიჯერების მასშტაბური თავდასხმის უკან ისრაელი იდგა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველად განაცხადა, რომ ლიბანსა და სირიაში პეიჯერების მასშტაბური თავდასხმის უკან ისრაელი იდგა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მოძრაობა ჰეზბოლას წინააღმდეგ ოპერაციას მწვანე შუქი პირადად აუნთო. როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, პეიჯერების, ასევე მოძრაობა ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის ოპერაციები, ისრაელის თავდაცვის ძალებში ზოგიერთი მაღალჩინოსნის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ორ ეტაპად, 17-ტ და 18-ტ სექტემბერს ჩატარდა. მის ფარგლებში ლიბანსა და სირიაში ათასობით პეიჯერი აფეთქდა. ოპერაციის მიზანი ჰეზბოლას მებრძოლების მასშტაბური ლიკვიდაცია იყო. აფეთქებების შედეგად, საერთო ჯამში, 42 ადამიანი დაიღუპა, 3 400ზე მეტი კი დაშავდა.