თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აეროპორტის ტრასის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივნის რეაბილიტაციაზე მუშაობს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აეროპორტის ტრასის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივნის რეაბილიტაციაზე მუშაობს. სამუშაოები ერთ ჰა ფართობზე მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 2 200 000 ლარია. ტერიტორიაზე 2 საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, პარკინგი, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემები მოეწყობა.
