"ისფედის" ახალი კვლევა ცესკოს რეპუტაციის შელახვის მორიგი მცდელობაა
"ისფედის" ახალი კვლევა ცესკოს რეპუტაციის შელახვის მორიგი მცდელობაა. ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ცენტრალური საარჩევნო კომისია სამართლიანი არჩევნების კვლევაზე საუბრობს, რომელიც სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვო გვერდებს ეხება. ცესკოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ანგარიში დაინტერესებულმა მხარეებმა გამოიყენეს ისე, თითქოს ამ ყველაფრის უკან საარჩევნო ადმინისტრაცია დგას, რაც სიცრუეა.
