ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციამ თბილისში შეხვედრები უკვე გამართა - რიტორიკა უცვლელია
ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციამ თბილისში შეხვედრები უკვე გამართა. რიტორიკა უცვლელია. მიხაელ როთმა დღესაც გააკრიტიკა ხელისუფლება და თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირთან. დელეგაცია შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, შეხვედრა გაიმართა ოპოზიციასთანაც. ოპოზიციის თქმით შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე და უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმებზე
