ყაზახეთში გამართული სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული აღმოჩნდა
ყაზახეთში გამართული სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ექვსი მედალი მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი ელიზბარ თურქია გახდა, რომელიც 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ვახტანგ ჩიდრაშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო, მიხეილ ნოზაძე, დავით ლორიაშვილი, გიორგი ქავთარაძე და რამინ ყიფშიძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
