გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა. გერმანული მედიის ცნობით, შოლცმა განაცხადა, რომ პუტინს შესაფერის დროს დაუკავშირდება და ამას, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, მარტო არ გააკეთებს. გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს უკრაინასთან კონსულტაციების შემდეგ გეგმავს. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან დიალოგი სხვა მხარეებთან მოლაპარაკებებსა და კონტაქტებს მოითხოვს.
