საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეეცდებიან დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაში დაარწმუნონ
საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეეცდებიან დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაში დაარწმუნონ. გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, რომ ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი საფრანგეთში შეხვედრისას უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით დარტყმების ნებართვის საკითხსაც განიხილავენ. ისინი შეეცდებიან გამონახონ გზები, რათა ეს საკითხი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე კიევისთვის დადებითად გადაწყდეს. „გარდიანი“ წერს, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ამერიკაში ახალი პრეზიდენტის პირობებში ნატოს მომავალზეც იმსჯელებენ.
