14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა ჩატარდება
14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა ჩატარდება. პირველად ქვეყნის ისტორიაში, აღწერა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც იქნება შესაძლებელი. 14 ნოემბრიდან, ათი დღის განმავლობაში, ნებისმიერ პირს შეუძლია საქსტატის ვებ-გვერდ ჯეოსტატ.ჯი-ზე შეავსოს კითხვარი, შემდგომ კი მიენიჭება უნიკალური კოდი, რომელიც მასთან ადგილზე მისულ ინტერვიუერს უნდა წარუდგინოს.
