გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 000 გრძივი მეტრი მკვებავი გაზსადენი შენდება
გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 000 გრძივი მეტრი მკვებავი გაზსადენი შენდება. ამ საკითხზე ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც ითქვა, რომ სამთავრობო გეგმის განხორციელების შემდეგ შვიდი ათასი ადგილობრივი მოსახლე შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა. გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წელს დაიწყო.
