აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებსა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილ გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.
