მსოფლიო ბანკმა ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა
მსოფლიო ბანკმა ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეფასებულია ორი მიმართულებით. ბიუროკრატიის ხარისხი/ინსტიტუციონალური ეფექტიანობა და ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება. საქართველომ ბიუროკრატიის ინდექსის მიხედვით შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო სახელმწიფოებს შორის მე-20, ხოლო ევროპაში მე-13 პოზიციაზე გავიდა. საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 18 სახელმწიფოს. საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება.