პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრებისგან შემდგარი ჯგუფის მოთხოვნას ეხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრებისგან შემდგარი ჯგუფის მოთხოვნას ეხმაურება. საუბარია ამ ჯგუფის სურვილზე, შეხვედროდნენ შალვა პაპუაშვილს და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარეებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამ თხოვნაზე უარის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა. ამის დასტურია ისიც, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დელეგაციის ზოგიერთი წევრი მიზანმიმართულად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და ცდილობდა მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას. საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა კი კრძალავს არჩევნებში უცხოურ ჩარევას.
