ბაქოში დღეს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია იხსნება,
ბაქოში დღეს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია იხსნება, კონფერენციაში საქართველოს პრემიერ მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა ლიდერთა სამიტზე და თემატურ დისკუსიებზე. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.
