შემოდგომის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი ზელანდიის „მაორებთან“ 13-31 დამარცხდა
შემოდგომის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი ზელანდიის „მაორებთან“ 13-31 დამარცხდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი ლელო ვანო კარკაძემ დადო. გარდასახვა და საჯარიმოები კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა. მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები გენუაში იტალიის ნაკრებთან გამართავენ. თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი 17 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 17:40 წუთზე დაიწყება.
