გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ მზად არის, მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრა პარლამენტში შობამდე დანიშნოს
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ მზად არის, მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრა პარლამენტში შობამდე დანიშნოს. „ჩემთვის პრობლემა არ არის, მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრა შობის წინ დავნიშნო, თუ ყველა თანახმაა“, – განუცხადა შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს. როგორც გერმანული მედია წერს, შოლცმა თავდაპირველად კენჭისყრა 15 იანვარს დანიშნა, თუმცა მზარდმა წნეხმა აიძულა თარიღი შეეცვალა. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 57%-ს სურს, რომ სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ვადამდელ არჩევნებზე თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი იყოს, 13% კი ოლაფ შოლცს უჭერს მხარს.
