ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში მორიგი გოლი გაიტანა
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში მორიგი გოლი გაიტანა. 30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „კარლსრუე“ „მიუნსტერთან“ შეხვედრის 37-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მატჩი ფრედ, 1-1 დამთავრდა. როგორც ჩემპიონატში, ასევე ქვეყნის თასის გათამაშებაში ზივზივაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
