ნიდერლანდების პოლიციამ პალესტინის მხარდამჭერი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა
ნიდერლანდების პოლიციამ პალესტინის მხარდამჭერი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროპალესტინელი აქტივისტები სასამართლოს გადაწყვეტილებას დემონსტრაციების აკრძალვის შესახებ არ დაემორჩილნენ და ამსტერდამის ცენტრში შეიკრიბნენ. მათ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა და პალესტინის დეოკუპაცია მოითხოვეს. სამართალდამცველებმა ათობით აქტივისტი დააკავეს. სასამართლომ საპროტესტო აქციები 3 დღით მას შემდეგ აკრძალა, რაც ამსტერდამში ისრაელელ ფეხბურთის გულშემატკივრებს თავს დაესხნენ.
