რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოლდოველების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს
რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოლდოველების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება. „დღეს მოლდოვაში ორი რუსული დრონი ჩამოვარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა მოლდოველების სიცოცხლეს და დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ აგრესიულ შემოჭრას და ვგმობთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, – წერს მიხაი პოპშოი სოციალურ ქსელში.
