გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც სამ ფაზას მოიცავს. აქედან ორი უკვე დასრულდა. კერძოდ, შემოღობილია ტერიტორიები; ასევე დასრულდა მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი სამუშაოები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით, საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
