საჰაერო თავდაცვის სისტემები დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებენ
საჰაერო თავდაცვის სისტემები დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებენ. ამის შესახებ მოსკოვის მერი იტყობინება. მისი თქმით, ამ დროისთვის 32 უპილოტო საფრენი აპარატია განეიტრალებული. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სტანოვოეს დასახლებაში ორ სახლს და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის გამო, აეროპორტებში შეზღუდვები მოქმედებს.
