დონალდ ტრამპი თავის ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მიიწვევს
დონალდ ტრამპი თავის ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მიიწვევს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მაიკ პომპეო ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობებს იკავებდა, ნიკი ჰეილი კი გაეროში ამერიკის ელჩი იყო. ჰეილი ასევე მონაწილეობდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამართულ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში. მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მაიკ პომპეომ ახალ ადმინისტრაციაში შესაძლოა თავდაცვის მდივნის თანამდებობა დაიკავოს.
