იელის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა ლგბტ თემის წარმომადგენლებს მოუწოდა, ურთიერთობა გაწყვიტონ ადამიანებთან, ვინც დონალდ ტრამპს მისცა ხმა
იელის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა ლგბტ თემის წარმომადგენლებს მოუწოდა, ურთიერთობა გაწყვიტონ ადამიანებთან, ვინც დონალდ ტრამპს მისცა ხმა. სკანდალური განცხადება ბავშვთა ფსიქიატრმა ამანდა კელჰუნმა „ემ ეს ენ ბი სის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენლები უნდა დისტანცირდნენ ნათესავებთან, მეგობრებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ტრამპს დაუჭირა მხარი და უნდა აუხსნან მათ, ამას რის გამო აკეთებენ.
