რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მტკიცებულებები არ აქვს
რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მტკიცებულებები არ აქვს. დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. თავად ადასტურებს, რომ მტკიცებულებებზე არ უსაუბრია. მიუთითა მხოლოდ ღია წყაროებზე. პროკურორი ამბობს, რომ მოწმემ მხოლოდ ირიბი ინფორმაცია მიაწოდა უწყებას და თავად შესაძლო მოსყიდვის არც ერთი ფაქტის შემსწრე არ ყოფილა.
