ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
