ნიკა ამაშუკელი გუშინ გამართული ინგლისი-ავსტრალიის შეხვედრის გვერდითი მსაჯი იყო
ნოემბრის ტესტ მატჩები რაგბის ქართველი არბიტრისთვისაც დაიწყო. ნიკა ამაშუკელი გუშინ გამართული ინგლისი-ავსტრალიის შეხვედრის გვერდითი მსაჯი იყო. თამაში ავსტრალიის გამარჯვებით 42:37 დასრულდა. ქართველი რეფერი მიმდინარე თვეში კიდევ სამ მატჩს მოემსახურება.