დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია
დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია. საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ მატჩების პირველ შეხვედრას ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში მონპელიეში გაიმართება. ორივე გუნდმა გუშინ კაპიტნის ვარჯიში გამართა და მოედანზე ქართველი ბორჯღალოსნები ოპტიმალური შემადგენლობით გავლენ. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად პირდაპირ რეპორტაჟს, ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
