შონ კომბსის ადვოკატები მის გათავისუფლებას 50-მილიონიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ ითხოვენ
ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, შონ კომბსის, იგივე „ფი დიდის“ ადვოკატები მის გათავისუფლებას 50-მილიონიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ ითხოვენ. ისინი ასევე სთავაზობენ სასამართლოს კომბსის შინა პატიმრობაში მოთავსებას 24-საათიანი მონიტორინგით. „ფი დიდი“ რვა კვირაზე მეტია, ბრუკლინის ციხეში იმყოფება. პოლიციამ ის სექსუალური ტრეფიკინგისა და ძალადობის ბრალდებით დააპატიმრა. სასამართლო პროცესი ხუთი მაისისთვის არის დაგეგმილი. 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოს.
