ესპანეთის ქალაქ ვალენსიის ცენტრში დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა
ესპანეთის ქალაქ ვალენსიის ცენტრში დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები მასშტაბურ წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებდნენ. ისინი საგანგებო სამსახურების მუშაობას აკრიტიკებდნენ და პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, ვალენსიის მთავრობის პრეზიდენტის, კარლოს მაზონის გადადგომას მოითხოვდნენ. აქცია რამდენჯერმე პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აღმოსავლეთ ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 217 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად 80-მდე მუნიციპალიტეტია დაზარალებული.
