გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვა მოკლე დროში შეუძლებელი იქნება
გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვა მოკლე დროში შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ქვეყანაში საარჩევნო ბიულეტენების დასაბეჭდად საჭირო ქაღალდის დეფიციტია. ამის შესახებ ფედერალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რუთ ბრანდმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანიაში არჩევნების ორგანიზება შესაბამისი პერსონალის არყოლის გამოც გაჭირდება. ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი გერმანიაში დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მმართველი კოალიცია დაიშალა.
